"ევროპული საქართველო" პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იბარებს

12:13 03-25-2019
20

"ევროპული საქართველო" ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საკომიტეტო მოსმენაზე გამოცხადებას ითხოვს.  ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ გააკეთა. ოპოზიციონერი დეპუტატი სებ-ის მხრიდან საბანკო რეგულაციების დამაზიანებელ შედეგებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რეგულაციებს ათობით სავაჭრო ობიექტის დახურვა მოჰყვა.

"ევროპული საქართველო" სებ-გან განმარტებებს ითხოვს. ბაქრაძის განცხადებით, "აუცილებელია დროულად მოხდეს მავნებლური რეგულაციების გაუქმება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს ბაზარზე თავისუფლად ოპერირების საშუალებაას მისცემს".