როგორ გადაარჩინა 13 წლის ბავშვმა 50 თანაკლასელი ცოცხლად დაწვას

11:46 03-25-2019
856

რამი შეხატა 13 წლის ეგვიპტელი ბიჭია, რომელმაც 50 ბავშვი დაღუპვას გადაარჩინა. 20 მარტს, იტალიაში, სკოლის ავტობუსის მძღოლმა 51 ბავშვი, მათ შორის რამი შეხატა მძევლად აიყვანა, თითოეული მათგანი სკამზე დააბა და ავტობუსს ცეცხლი წაუკიდა.

ტერორისტმა ბავშვებს მობილური ტელეფონებიც ჩამოართვა. სწორედ ამ დროს, რამი შეხატამ თავდამსხმელს მოატყუა, რომ მობილური შინ დარჩა. მან მამამისს ჩუმად დაურეკა და არაბულად დაიწყო საუბარი, ვითომ ლოცულობდა. ასე შეატყობინა 13 წლის მოზარდმა მამას, რომ პოლიციისთვის დაერეკა.

სამართალდამცველებმა ცეცხლმოკიდებულ სასკოლო ავტობუსს დროულად მიუსწრეს. სკოლის 51 მოსწავლე უვნებლად გადაარჩინეს, მძღოლი კი დააკავეს.

ჩადენილი გმირობის გამო, რამი შეხატას, იტალიის მოქალაქეობა მისცეს. ერთ-ერთ ინტერვიუში, მოზარდმა ახსენა, რომ მას „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, პაულო დიბალას მაისური აქვს და მისი გულშემატკივარია. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თავად ფეხბურთელმა გმირი ბავშვისთვის სურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა. დიბალამ რამი შეხატა „იუვენტუსის“ მატჩზე დაპატიჟა.

 

ავტორი: მარიამ გიგანი