სკანდალი! - "Spice Girl"-ის სოლისტმა მელ ბიმ, ყოფილ კოლეგასთან სექსუალური კავშირი აღიარა

11:36 03-25-2019
1124

ლეგენდარული მუსიკალური ჯგუფის Spice Girl ერთ-ერთმა სოლისტმა, 43 წლის მელ ბიმ, პირს მორგანის სატელევიზიო შოუში აღიარა, რომ წარსულში, სექსუალური კავშირი ჰქონდა, ჯგუფის ყოფილ კოლეგასთან, ჯერი ჰოლიუელისთან.

მას, შესანიშნავი მეუღლე ჰყავს და ქალაქგარეთ უზარმაზარი სახლის მესაკუთრეა და წარსულის აღიარება, რა თქმა უნდა მისთვის სასიამოვნო არ იქნება. მაგრამ ეს ფაქტია. ეს ამბავი, სრულიად შემთხვევით მოხდა, მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და ჩვენ ამ ურთიერთობას ყოველთვის სასიამოვნოდ ვიხსენებდით და ვმხიარულობდით. ჩვენ, ყოველთვის საუკეთესო მეგობრები ვიყავით. სექსი, მხოლოდ ერთხელ გვქონდა. ვიცი, რომ ამის გამო, ჯერი და მისი ქმარი მომკლავენ. ამ ეტაპზე, ჯერი ძალიან შეცვლილია, ისეთი გარეგნობის აღარ არის როგორიც წარსულში იყო. ჩემი აზრით, ამ ურთიერთობის შესახებ რომ ჰკითხონ, არ უარყოფს, რადგენ ეს მხოლოდ გართობა იყო.  

შეგახსენებთ, რომ ოთხი BRIT ჯილდოს მფლობელი, გოგონების ინგლისური პოპ- ჯგუფი Spice Girls, 1994 წელს ლონდონში დაარსდა. თავისი სადებიუტო სინგლი - Wannabe ხუთეულმა, 1996 წელს გამოუშვა. სიმღერამ გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჰიტ-აღლუმების სათავეებში შვიდი კვირა დაჰყო და ჯგუფს, საერთაშორისო გენომენის სტატუსის მოხვეჭაში დაეხმარა. მას შემდეგ, ჯგუფმა სამი სტუდიური ალბომი და ათი სინგლი გამოუშვა, რომლებიც მსოფლიოში 53 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

მომღერალი ჯერი ჰოლიუელი, რომელიც 1996 წლიდან 1998 წლამდე, მუსიკალური ჯგუფის Spice Girl-ის მონაწილე იყო, სექსი-სპაისის სახელით იყო ცნობილი, მისი გარეგნობის და უცნაური ჩაცმულობის გამო. მომღერალი, სცენაზე ყოველთვის გამორჩეული იყო. იმ პერიოდში, როცა მულიკალურმა ჯგუფმა, წარმატების პიკს მიაღწია, ჯერიმ ყველასგან მოულოდნელად, კარიერა დატოვა. 2015 წელს კი, ცოლად გაჰყვა ჰოლიუელი ფორმულა 1-ის Red Bull Racing-ის ხელმძღვანელს კრისტიან ჰორნერს. 2017 წელს, წყვილი პირველად გახდნენ მშობლები - მათ, ვაჟიშვილი მონტაგიუ ჯორჯ ჰექტორ ჰორნერი შეეძინათ.  

იხ. ვიდეო და ფოტოკლაჟი:  

ავტორი: რუსა ღვანიძე