გასროლა საბურთალოზე - შსს კომენტარს აკეთებს

22:47 03-24-2019
694

სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, რის შემდგომაც სამართალდამცველებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადეს.

"ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლები, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს ამოწმებდნენ. სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, რის შემდგომაც სამართალდამცველებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. არავინ დაშავებულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებენ შსს-ში