ხაშურში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა

22:20 03-24-2019
26076

ხაშურში ქმარმა ცოლს დანა შვიდჯერ დაარტყა. შემთხვევა დღეს, საღამოს, სილამაზის სალონში მოხდა. ახალგაზრდა ქალს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, პოლიცია ამ წუთებში, თვითმხილველების გამოკითხვას აწარმოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სავარაუდო დამნაშავე 1986 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე დააკავეს. დანა ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

უწყების ცნობით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 10-109 მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ გულისხმობს, რაც 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საავადმყოფოში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციაში, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ექიმის თქმით, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი დაზიანებით შეიყვანეს.

 

ავტორი: მახო მიქელაძე