გული მწყდება, ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ - სპორტსმენი მედიას საყვედურობს

21:55 03-24-2019
11056

მხატვრულ ტანვარჯიშში კიევის გრანპრიზე ქართველმა სპორტსმენმა, სალომე ფაჟავამ ოქროს მედალი აიღო. სალომე თავის ფეისბუქ გვერდზე სტატუს აქვეყნებს სადაც წერს, რომ ტელევიზიებს მის მედალზე სიტყვაც არ დაუძრავთ.

კიევში გრან პრის ეტაპზე ოქროს მედალი ავიღე. ამ შედეგის უკან ჩემი და ჩემი მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომა დგას. მისი მიღწევა სულაც არ არის იოლი. ახლახან დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. არცერთ ტელევიზიას ჩემს მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს. გული მწყდება. ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ. მაინტერესებს- რატომ? #rustavi2 #tvimedi #1tv #tvpirveli - წერს სალომე ფაჟავა.