მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანს უმასპინძლა

21:06 03-24-2019
23

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა, რომელიც თბილისს დღეს ეწვია.

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა იენს სტოლტენბერგს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ნატო-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.

მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ალიანსის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.