ის რომ მე დღეს აქ ვდგავარ, ჩემი მოსწავლეების მიღწევების შედეგია - პიტერ ტაბიჩი (ვიდეო)

19:59 03-24-2019
465

"ყოველ დღე ჩვენ აფრიკაში ახალ გვერდს ვშლით და ახალ თავს ვხსნით. დღეს კიდევ ერთი ასეთი დღეა - და ეს ჯილდო ჩემი აღიარება კი არა. ამ კონტინენტის ახალგაზრდა ადამიანების აღიარებაა

ის რომ მე დღეს აქ ვდგავარ, ჩემი მოსწავლეების მიღწევების შედეგია, ეს პრიზი მათ აძლევს შანსს და ეს არის გზავნილი მათთვის, რომ მსოფლიოში ყველაფერი შესაძლებელია."- ამაზე კენიელმა პედაგოგმა, პიტერ ტაბიჩმა ისაუბრა.

სკოლაში, სადაც პიტერი ასწავლის, ღარიბ რაიონში მდებარეობს. აქ მოსწავლეების 90%-ზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს, უმეტესად, ისინი ობლები არიან. ხშირ შემთხვევაში მათ სახლში საჭმელიც კი არ აქვთ.

პიტერი თავისი შემოსავლების უმეტეს ნაწილს, ამ ბავშვებს ახმარს.

24 მარტს, დუბაიში, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე „Global Teacher 2019“-ის გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა. გამარჯვებული გახდა პიტერ ტაბიჩი, მასწავლებელი კენიიდან.

2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის, წელს ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებოდა. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, მინისტრმა პირადად მიულოცა მას მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვედრა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.