გიორგი მარგველაშვილი დუშეთში კოტეჯს აქირავებს

11:33 03-24-2019
1053

80 დოლარი ერთ დღე-ღამეში - ამ ფასად, ნებისმიერ მსურველს, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ხელით აშენებულ სახლში ღამის გათენება შეუძლია.

გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი, რომელის მისი სახლის ეზოში დგას გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა. სახლის გაქირავებას პრეზიდენტის ქალიშვილი - ანა მარგველაშვილი, კურირებს, ოთახის დაჯავშნა airbnb.com-დან არის შესაძლებელი.

ენერგოეფექტური კოტეჯი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ორი წლის წინ ააშენა. ავეჯი გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი ხელით გააკეთა. ინტერიერის დიზაინი ყოფილ პირველ ლედის ეკუთვნის, მრავლად არის მაკა ჩაჩუას ნამუშევრებიც.