პარლამენტში დღეს მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ

07:57 03-22-2019
29

საქართველოს პარლამენტში დღეიდან პირველად ინტერპელაციის წესი ამოქმედდება. ამ ფორმატის ფარგლებში, დეპუტატები პირველად პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ.

ინტერპელაციის წესი გათვალისწინებულია პარლამენტის ახალი რეგლამენტით, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. 

რეგლამენტის მიხედვით, ადრესატი ვალდებულია, შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოს.

პრემიერი პარლამენტს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით წარუდგენს.

საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მისვლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა.