ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

გრიპის ვაქცინა

მეცნიერება 1713939060

მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს

როგორც ჩანს, მეცნიერები უნივერსალური ვაქცინის შექმნასთან ახლოს არიან, რომელიც ვირუსების ყველა შტამისგან დაგვიცავს.კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა რონგ ჰაიმ სწორედ ასეთ ვაქცინაზე ისაუბრა და აღფრთოვანება არ დამალა.„რაც ამ ვაქცინაზე შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ის ფართოა და ეფექტურია ვირუსის ნებისმიერი ტიპის წინააღმდეგ. ასევე ის უსაფრთხოა და ეფექტისთვის მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი. ეს შეიძლება იყოს ის უნივერსალური ვაქცინა, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით", - თქვა ჰაიმ, ვირუსოლოგმა და ახალი ნაშრომის ავტორმა.კლასიკური ვაქცინებისგან განსხვავებით, ახალი ვაქცინა არ იყენებს ტრადიციულ იმუნურ რეაქციას ან იმუნურად აქტიურ ცილებს. ამის ნაცვლად, ის რნმ-ის პატარა მოლეკულებს იყენებს, რომელსაც ჩვენი სხეული ვაქცინის დახმარებით ბუნებრივად ქმნის.„თუ ჩვენ შევქმნით მუტანტ ვირუსს, რომელსაც RNAi-ს დასათრგუნად ცილების წარმოება არ შეუძლია, ამით ვირუსს დავასუსტებთ. ამ გზით დასუსტებული ვირუსის ვაქცინის სახით გამოყენება შეგვიძლია და ასე იმუნურ სისტემასაც გავაძლიერებთ", - ამბობენ მკვლევრები.მკვლევრებმა ექსპერიმენტისთვის გენმოდიფიცირებული თაგვები გამოიყენეს, რომლებსაც B და T უჯრედების ნაკლებობა ჰქონდათ. შემდეგ თაგვებს გაუკეთეს ახალი ვაქცინა და ნოდამურას ვირუსის დოზა შეუყვანეს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თაგვები ვირუსისგან 90 დღის განმავლობაში დაცულები იყვნენ.მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები მუტაციას განიცდიან, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ პათოგენები უნივერსალურ ვაქცინებს გვერდს ვერ აუვლიან.„ვირუსმა შეიძლება განიცადოს მუტაცია, რის შედეგადაც კლასიკური ვაქცინა მას ვეღარ შეაჩერებს, მაგრამ უნივერსალური ვაქცინის შემთხვევაში ეს ასე არ მოხდება", — აღნიშნულია ნაშრომში.მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ისინი ვაქცინის ყველა ვირუსის წინააღმდეგ გამოყენებას შეძლებენ. ეს მოიცავს გრიპს, COVID-19-ს, SARS-სა და თითქმის ყველა სხვა ვირუსს.„ვირუსებს გააჩნია მსგავსება და ჩვენ მათ ყველას მოვიცავთ", - თქვა ჰაიმ.ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება ვაქცინის ადამიანზე გამოცდა.

ზელენსკი

ომი უკრაინაში 1713938629

მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის უკრაინის გადარჩენისთვის დამტკიცებული დახმარების გამო - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის აშშ-ის სენატს კანონპროექტის დამტკიცებისთვის, რომელიც უკრაინის დახმარებას მოიცავს.„მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის უკრაინის გადარჩენისთვის დამტკიცებული დახმარების გამო. მადლობა უმრავლესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს და რესპუბლიკელ ლიდერს, მიჩ მაკკონელს მათი გადამწყვეტი ლიდერობისთვის ამ ორპარტიული კანონმდებლობის წინსვლაში. მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატორებს ორივე მხრიდან, ვინც კანონპროექტს მხარი დაუჭირა“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცება აძლიერებს ამერიკის, როგორც დემოკრატიის შუქურისა და თავისუფალი სამყაროს ლიდერის როლს.ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ ის აფასებს ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხარდაჭერას და მოუთმენლად ელოდება, რომ ბაიდენი სწრაფად მოაწერს ხელს აღნიშნულ კანონპროექტს.

tik tok

მსოფლიო 1713938439

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა.თუ კანონპროექტს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს, „ტიკ-ტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად ცხრათვიანი ვადა მიეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აშშ-ის აპლიკაციების მარკეტში აიკრძალება.კანონპროექტით პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უფლებამოსილება ეძლევა, გაახანგრძლივოს ვადა კიდევ 90 დღით, თუ დადგინდება, რომ გაყიდვის მიმართულებით პროგრესი მიღწეულია.ვინაიდან კანონპროექტი ამერიკის პარტნიორი ქვეყნების დახმარების პაკეტის ნაწილია, სავარაუდოა, რომ ბაიდენი მას ხელს მოაწერს.„ტიკტოკის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი უჩივლებენ აშშ-ის მთავრობას, თუ ბაიდენი კანონპროექტს ხელს მოაწერს.

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1713938384

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომელთათვისაც 2024 წლის მეორე ნახევარი ტრანსფორმაციისა და არაერთი სასიამოვნო სიახლის ეტაპი იქნება

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც დრაკონის წლის მეორე ნახევარში წარმატებას მიაღწევენ და არაერთი სასიამოვნო სიახლის წინაშე აღმოჩნდებიან:ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)ტყუპებისთვის წლის მეორე ნახევარი ცხოვრების ბევრ სფეროში ცვლილებებს შემოიტანს. შესაძლოა, ნანატრი მოგზაურობა დაგეგმოთ, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს და უამრავი საინტერესო გამოცდილება დააგროვოთ. წლის მეორე ნახევარი ახალი ცოდნისა და უნარების შესაძენად ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. თუ უკვე დიდი ხანია, პროფესიის შეცვლას ან ახალი უნარების ათვისებას გეგმავთ, ახლა შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ. საერთო ჯამში, ენერგიის მაღალი დონით, შეძლებთ, ყველა მიმართულებით დიდ შედეგებს მიაღწიოთ ისე, რომ ზედმეტი ძალისხმევა არ დახარჯოთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის საკმაოდ ხელსაყრელი ფინანსური პერიოდიც იწყება. დიდი შანსია, რომ თქვენი შემოსავალი გაიზარდოს, მოგება ნახოთ იმ საქმეში, რომელიც წამოიწყეთ, დაწინაურდეთ, ან მოულოდნელი სიურპრიზი შეგხვდეთ. ასევე, ხელსაყრელი პერიოდია იურიდიული საკითხებისა და ამ მიმართულებით, სასურველი შედეგის მისაღებად.ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)წლის მეორე ნახევარი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს არაერთ სიახლესა და სიურპრიზს ჰპირდება. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, საბოლოოდ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ბედნიერ და ხალისიან დღეებს შემოიტანს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს პერიოდი თქვენთვის რომანტიკული შეხვედრებითა და სასიამოვნო ნაცნობობით იქნება გამორჩეული. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, წლის მეორე ნახევარი მოულოდნელი სიურპრიზებით სასიამოვნოდ არაერთხელ გაგაკვირვებთ. სამსახურში მოგიწევთ, უფრო მეტი ყურადღება და ძალისხმევა გამოიჩინოთ იმისათვის, რომ დაგროვილ საქმეებს კარგად გაუმკლავდეთ და ყველა ვალდებულება შეასრულოთ. სამაგიეროდ, ეს შანსს გაძლევთ, მეტად განვითარდეთ და საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნოთ. კარგი პერიოდია პრიორიტეტების განსასაზღვრად. დიდი ალბათობით, წლის მეორე ნახევარში განვითარებული მოვლენები სხვადასხვა საკითხზე არაერთხელ დაგაფიქრებთ და შესაძლოა, გარკვეული ურთიერთობები დაასრულოთ, თანამშრომლობა შეწყვიტოთ, უპირატესობა აღარ მიანიჭოთ იმას, რაც ადრე თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო... ვრცლად..

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის რაიონებზე, მასშტაბური ავიაიერიში მიიტანა

მსოფლიო 1713938306

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის რაიონებზე, მასშტაბური ავიაიერიში მიიტანა

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის რაიონებზე, მასშტაბური ავიაიერიში მიიტანა. ცახალში აცხადებენ, რომ ოპერაცია, ისრაელის რამდენიმე მიმართულებით სროლის საპასუხო რეაქცია იყო.ბოლო დღეებში ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიშები გააძლიერა.პარალელურად კი, ისრაელის არმიამ ანკლავში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, მათი ევაკუაციის განკარგულება გასცა.