პროტესტის ნიშნად ბესელია კომიტეტის სხდომას არ ესწრება

12:27 03-16-2019
16

"პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კეთილი ინებოს, სხდომა სამუშაო დღეს დანიშნოს და ვენეციის კომისიას დაელოდოს", - აცხადებს დეპუტატი ეკა ბესელია. 

ბესელიამ ის გარემოება გააპროტესტა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, წამყვანი კომიტეტის სხდომა შაბათს იმართება. 

ეკა ბესელიას შეფასებით, პარლამენტში განხილვის პროცესი ფორსირებულად დაიწყო და საჭიროა აღნიშნულ საკითხზე კომიტეტები უფრო მეტად მოემზადონ. ამ კონტექსტში დეპუტატმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ პარლამენტის რეგლამენტი კომიტეტებს განხილვისთვის მეტ ვადას აძლევს.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, ეკა ბესელიას და ასევე უმრავლესობის კანონპროექტების ინიცირება ბიუროს 11 მარტის სხდომაზე მოხდა.

ეკა ბესელია ვენეციის კომისიას კანონპროექტს ორშაბათს გაუგზავნის.