"გორში ამდენი გამყიდველი თუ იყო, არ მეგონა" - დავით ქაცარავას მეუღლე

11:13 03-16-2019
2430

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ქაცარავას მეუღლე სოფო ხაჭაპურიძე გუშინ ხურვალეთთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"გორში ამდენი გამყიდველი თუ იყო, არ მეგონა... ყველა სათითაოდ დავათვალიერე, ვინც დათოზე წერდა, იტყუება, არაფერი ხდებაო, ყველა გორელია! ვინ დაგარიგათ ასე ერთი ტექსტით? გორის მერმა? გამგებელმა? თუ ამან? თამაზა მჭედლიძემ? ეს იმას გავდა, ერთი მერისგან მოპარული ტექსტით ახალ წელს რომ ულოცავდა მეორე მერი", - წერს სოციალურ ქსელში დავით ქაცარავას მეუღლე.