თბილისში ქურდობის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

10:28 03-16-2019
27

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა. 

დაკავებულია წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი 1992 წელს დაბადებული ი.ც. და 1987 წელს დაბადებული გ.ს., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 მარტს თბილისში, სანერგეს 1-ლი ჩიხის ტერიტორიაზე, მოქალაქის ავტომანქანა გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციამ ორივე მათგანი ადგილზე დააკავა.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში