Exclusive რისთვის ემზადება მაია ასათიანი? ინტრიგა "პროფილში"

23:47 03-15-2019
238

მაია ასათიანი "პროფილს" ახალი პრომოთი აგრძელებს. პრომოს რეჟისორი ნიკა ლომიძეა. "პრაიმტაიმს" გადასაღები მოედნიდან ფოტოები გადაცემის პროდიუსერმა, ნიკა ხაჩიძემ მიაწოდა. ფოტოსესიაში მაია თეთრ ფონზე თეთრ ქსოვილშემოხვეულია. პროდიუსერი ინტრიგას ტოვებს და პრომოს არსს არ ამხელს. ამას "პროფილის" მაყურებელი ორ კვირაში თავად იხილავს. რაც შეეხება გადაცემის მუსიკალურ ქუდს, ისევ მიშა მდინარაძის მუსიკა ედება, ოღონდ ახლებური არანჟირებითა და ჟღერადობით. 

"პროფილი" სოციალურ თემატიკას აგრძელებს. თუ რა იმიჯი ექნება წამყვანს, ამასაც მალე ვიხილავთ.

 

თამარ გონგაძე