გია გაჩეჩილაძე: დღეს ადგილიდან რომ ვერ ვიძვრით, ივანიშვილი-სააკაშვილის ბრძოლის გამო ხდება... სიტუაცია უნდა შეიცვალოს

22:44 03-15-2019
398

„დროა ახალგაზრდა სახეების წარმოჩენის, რომელიც ტელევიზორში არ ჩანან და არავინ იცნობს. ფაქტია, პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი რამე უნდა მოხდეს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვიცი ისეთი, რომელიც ძალიან წაადგება თავის ქვეყანას."- ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი)  ტვ პირველის ეთერში გადაცემა "პირველებში"  განაცხადა. 

მისი თქმით, 7 წელია ადამიანი მიდის და ხმას ვერ აძლევს იმას, ვისაც უნდა. 

„დღეს ადგილიდან რომ ვერ ვიძვრით ეს,  ივანიშვილი-სააკაშვილის ბრძოლის გამო ხდება.მაგათი ბრძოლის გამოა.  სიტუაცია უნდა შეიცვალოს.. შეგნებულად ხდება ეს ბრძოლა თუ შეუგნებლად, ყოველ შემთხვევაში ამდენი წელია ეს ხდება. იმის შიშით სხვა პოლიტიკური ძალისთვის ადამიანს ვერ მიუცია ხმა. თუ პოლიტიკურ ველზე არაფერი  შეიცვალა ეს აუცილებლად იმუშავებს”, – ამბობს გაჩეჩილაძე.

ამასთან, უცნობმა აღნიშნა რომ ის, ახალი გადაცემის გაკეთებას აპირებს, რომლის პროექტსაც  საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეიტანს.