დილით მედიასთან ერთად შევალთ იმ ტერიტორიაზე, სადაც გუშინ რუსი ოკუპანტების ქვეითი პატრული გამოჩნდა - ლაშა ბერულავა

22:38 03-15-2019
207

ჟურნალისტი და ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი, ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ღამის გათევას ხურვალეთთან აპირებენ და აქვე აანონსებს ხვალინდელ სამოქმედო გეგმას - მედიასთან ერთად აპირებს სოფელში შესვლას.

"ხურვალეთში, პოლიციის საგუშაგოსთან ვათევთ ღამეს ჩვენი ჯგუფი და მოქალაქეები, რომლებიც თვითორგანიზებით ჩამოვიდნენ. აქ არიან ჟურნალისტებიც. დილით მედიასთან ერთად შევდივართ იმ ტერიტორიაზე, სადაც გუშინ რუსი ოკუპანტების ქვეითი პატრული გამოჩნდა (დიახ, გამოჩნდა)." - წერს ბერულავა.