გიორგი ხოჯევანიშვილი: ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სოფელ ხურვალეთში არის სიმშვიდე და სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს

22:01 03-15-2019
25

შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა "პალიტრა ტვ"-ის პირდაპირ ეთერში ხურვალეთში არსებულ ვითარებაზე და დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.

როგორც ხოჯევანიშვილმა განაცხადა, გარკვეული  პირებისა  და ჯგუფის მიერ დღის განმავლობაში გავრცელდა სხვადსხვა ტიპის პროვოკაციული განცხადება, რასაც ვნებათაღელვა მოჰყვა.

„პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ სოფელ ხურვალეთში არის სიმშვიდე , სრულად კონტროლდება საოკუპაციო ხაზს აქეთ არსებული ტერიტორიები შესაბამისი უწყებების მიერ.  მინდა ყველა სწორად მოაზროვნე ადამიანს მოვუწოდო, რომ ეს არის საკმაოდ სენსიტიური საკითხი და ამ საკითხით სპეკულირება და რაიმე სახის თამაშების წამოწყება არ არის საჭირო და მიზანშეწონილი. არასწორ განცხადებებზე ადეკვატური რეაქცია ჰქონდა სოფლის მოსახლეობას და მათი მხრიდან სრულად იქნა დაგმობილი მსგავსი სახის პროვოკაციები. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სოფელ ხურვალეთში არის სიმშვიდე და სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს.“ - აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.