სკოლის მოსწავლეთა გაფიცვებმა მთელი მსოფლიო მოიცვა

21:58 03-15-2019
117

123 ქვეყნიდან  ათასობით სკოლის მოსწავლე,   მთელი მსოფლიოს მასშტაბით  კლიმატურ ცვლილებებთან მიმართებაში ხელისუფლებების უმოქმედობას აპროტესტებს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს

მოსწავლეებმა აქციები  ინდოეთში, სამხრეთი კორეაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიასა და სხვადასხვა ქვეყნებში გამართეს. 

"ჩვენ ვართ ბოლო თაობა, რომელსაც შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება"- აცხადებენ მოსწავლეები.

საპროტესტო გამოსვლები მსოფლიო სტუდენტური მოძრაობის მიერაა ორგანიზებული.ეს მოძრაობა 2018 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა, როდესაც შვედმა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა სკოლის დღეებში შვედეთის პარლამენტის წინ პროტესტი დაიწყო.

ავტორი: სალომე სამხარაძე