ბრიტანეთის საელჩო ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო რუსეთს განმარტებას სთხოვს

21:16 03-15-2019
45

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და რუსეთს მომხდართან დაკავშირებით დამაჯერებელ განმარტებას სთხოვს.  ბრიტანეტის საელჩო  განცხადებას ტვიტერზე აქვეყნებს. 

''ვწუხვართ, აფხაზეთში რუსულ ობიექტზე დაკავებული ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს. მხოლოდ რუსეთს შეუძლია ამაზე განმარტების გაკეთება. საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების არ შეშვება აფხაზეთსა სამხრეთ ოსეთში ასეთ ტრაგედიებს შესაძლებელს ხდის.'' - ნათქვამია განცხადებაში.