ჯო ბაიდენი - დროა ხმა ამოვიღოთ

21:01 03-15-2019
82

ამერიკის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას ტვიტერით ეხმაურება.

მან  ქსენოფობია და ისლამოფობია დაგმო,  ხალხს კი, ხმის ამოღებისკენ მოუწოდა.

„არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ანტისემიტიზმი პიტსბურგში, რასიზმი შარლოტვილში, თუ ქსენოფობია და ისლამოფობია დღეს კრაისტჩერჩში. ფაქტია, ძალადობამ მოიცვა მსოფლიო.  ჩვენ ვერ შევეგუებით მეჩეთების სასაკლაოდ გადაქცევას“ - ნათქვამია ბაიდენის  ტვიტერის პოსტში. 

ავტორი:სალომე სამხარაძე