ამირან სალუქვაძე-შეესაძლოა, ტერაქტის ორგანიზატორი ისტორიულ პერსონაჟებს სცემს პატივს

20:34 03-15-2019
573

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ახალ ზელანდიში ტერორისტების  მჭიდზე ქართული წარწერების არსებობასთან დაკავშირებით გამოძიებისგან  განსაკუთრებულს და სკანდალურს არ ელოდება. მისი თქმით, ამ საკითხზე ჯერ მხოლოდ ვარაუდების  გამოთქმა შეიძლება. 

ანალიტიკოსი ''პრაიმტაიმთან'' საუბრისას განმარტავს, რომ ორგანიზატორმა, რომელმაც ქართული  წარწერები  მჭიდზე განათავსა, შესაძლოა უბრალოდ ისტორიულ პერსონაჟებს სცემდეს პატივს.

''რთულია დასკვნების გაკეთება, ამაზე უნდა იმსჯელოს ახალი ზელანდიის საგამოძიებო ორგანომ. იქ დაკავებულია ოთხი პირი და რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებითაც იქნება შეკითხვები. არამგონია, რომ დაკავებულებმა დამალონ, თუ რატომ დაწერეს  მჭიდზე ქართული  წარწერა. იმის თქმა, რომ  ეს აუცილებლად ქართველის დაწერილია, არამგონია სწორი იყოს. თუმცა გამორიცხული არაფერია. ამასთან,  ქართველის  მიერ  ახალ ზელანდიაში მუსლიმების წინააღმდეგ  ტერაქტის მოწყობის მსგავსი ფაქტი  არასდროს ყოფილა.   დიდი ალბათობით, ახალი ზელანდიის გამოძიება გასცემს იმ კითხვებს პასუხს, რაც ტრიალებს მთელი მსოფლიოს მედიაში და გაასაჯაროებს საქმის დეტალებს.'' - განაცხადა ამირან სალუქვაძემ 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე