საპროცედურო კომიტეტმა მხარი მხოლოდ უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს დაუჭირა

20:11 03-15-2019
16

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე სამი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დასრულდა. 

დღის ბოლოს კომიტეტმა,  კობახიძის, ბესელიასა და ევროპული საქართველოს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებს უყარა კენჭი. პირველი მოსმენით ოპოზიციის კანონპროექტები ჩავარდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით განხილვა ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაგრძელდება.

უკვე ცნობილია, რომ ხვალინდელ განხილვას  ეკა ბესელია მის გუნდთან ერთად არ დაესწრება. ისინი საკანონმდებლო პროექტების ფორსირებულ რეჟიმში განხილვის წინააღმდეგები არიან და ფიქრობენ, რომ მეორე საკომიტეტო განხილვამდე პარლამენტმა ვენეციის კომისიის შეხედულებები უნდა გაითვალისწინოს.

პროცესი მთელი დღის განმავლობაში ხმაურიანი დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა.

 

ავტორი: თაკო ტომარაძე