“ნუ იბრიქები თორემ დაბრექვას განახებ” - ლევან გოგოჩაიშვილი ოხანაშვილს

19:32 03-15-2019
763

“თვალებში ნაცარს გვაყრით თუ რა არის? ერთის მხრივ ვენეციის კომისია ჩამოგყავთ და მეორე მხრივ პირველი მოსმენით უყრით კანონპროექტს კენჭს? - ასე მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ანრი ოხანაშვილს, რომელსაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების წესზე ირაკლი კობახიძის კანონპროექტი წარადგინა.

ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ დაუშვებელია საკითხის ფორსმაჟორში განხილვა და გადაწყვეტილების მიღებამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა იყოს მოსმენილი და გათვალისწინებული.

ჩქარობთ, იმიტომ, რომ ყოველ დღე, მათ შორის დღევანდელ დღესაც, აქვს თქვენთვის მომაკვდინებელი ფასი. მითხარით, ლოგიკა  სად არის? რატომ იღებთ კანონპროექტს? იქნებ ვენეციის კომისიამ საერთოდ ამოგიტრიალოთ რაც გიწერიათ და რატომ მოიწვიეთ, თუ დღეს აპირებთ პირველი მოსმენით მიღებას. მართლა იუსტიციის საბჭოს დასმულები თუ ხართ, ეგეც თქვით ბარემ. მე კი არა, საზოგადოებას გაეცით პასუხი.“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილს უმრავლესობიდან გურამ მაჭარაშვილმა უპასუხა და დეპუტატი საკითხის უტრირებაში დაადანაშაულა, რასაც კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა.