"რუსეთის ქმედებები საქართველოს ძირს უთხრის"- როის უილსონი

19:05 03-15-2019
32

რუსეთის ქმედებები მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ ეს ემსახურება საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, რაც ასევე მიუღებელია,ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, როის უილსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იგი გამოეხმაურა გალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებას.

"ეს ადამიანი გაიტაცეს, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თუ როგორ, უდავოა, რომ საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა პატიმრობაში, ეს ფაქტი კი შემაშფოთებელია. ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, ყოველშემთხვევაში, ასე ჩანს,"- განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

როის უილსონის თქმით, მათთვის მიუღებელია რუსეთის ქმედებები და გამოთქვამს სურვილს, რომ ყველაფერი სათანადოდ იყოს გამოძიებული.

"რუსეთის ასეთი ქმედებები მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ ეს ემსახურება საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, რაც ასევე მიუღებელია. ამ საქმის დეტალები, ცხადია უნდა დადგინდეს. ჯერ ყველაფერი არ ვიცით, თუმცა არსებული ინფორმაცია უკვე საეჭვოა. ასეთი ინციდენტების ზრდა ბოლო დღეებში, გვიბიძგებს იმაზე დავფიქრდეთ, თუ რა ხდება სინამდვილეში. ჩვენ გვსურს, რომ შეწყდეს მსგავსი შემთხვევები და მოხდეს სათანადო გამოძიება,"- განაცხადა უილსონმა.