როის უილსონი- ყველა ქვეყანას გვაქვს როგორც აღმავალი, ასევე დაღმავალი მომენტები

19:03 03-15-2019
18

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი  საქართველოში როის უილსონი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშს  ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ანგარიშში ერთი წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები კრიტიკულადაა შეფასებული, თუმცა  ყველა ქვეყანას აქვს როგორც აღმავალი, ასევე დაღმავალი მომენტები. 

'' ანგარიში წარმოადგენს 1 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენების კრიტიკულ შეფასებას. კერძოდ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე. ვფიქრობ, საქართველოს შესახებ ანგარიშიც ასეთია. იგი კრიტიკულია, თუმცა წარმოჩენილია ის პროგრესიც, რაც ქვეყანაში ხდება. მე კარგად მესმის, რომ საქართველომ ფანტასტიურ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაში და თავისუფალი საზოგადოების შესაქმნელად.  ანგარიშში ასევე მოცემულია ის სფეროები, სადაც სირთულეებია ჯერ კიდევ. დემოკრატია არა არის  დანიშნულების ადგილი, სადაც უნდა მიხვიდე და ამით დასრულდება. ეს არის მიმდინარე პროცესი თითოეული ქვეყნისთვის.''- აღნიშნა როის უილსონმა

როგორც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დასძინა,  ასეთი ანგარიშები ემსახურება  სირთულეების გამოვლენას და მათ შემცირებას. ასევე,პროგრესის აღიარებას და შემდგომ ერთობლივ მუშაობას, რათა უფრო გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო.