ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს შეხვდა

18:49 03-15-2019
15

ფრაქცია ქართული ოცნების პოლიტიკური მრჩეველი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ განცხადებას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან შეხვედრის ამსახველ ფოტოს ავრცელებს და მათი საუბრის დეტალებზე საუბრობს. „პრაიმტაიმი“  განცახდებას უცვლელად გთავაზობთ.  

„დღეს შეხვედრა გავმართე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან, რომელსაც ჯერ კიდევ მისი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის დროიდან ვიცნობ.

რა თქმა უნდა, განვიხილეთ რამდენიმე დღის წინ მომხდარი უდიდესი ტრაგედია - აფხაზეთში ჩვენი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.

ამავდროულად, საუბარი შეეხო რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასა და იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. მისი მხრიდან კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ჩვენ ევროკავშირთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.“- ნათქვამია ოფიციალურ განცახდებაში.