თავდაცვის სამინისტრო: ხურვალეთთან სამხედრო კოლონის გადაადგილება წვრთნების დასრულებას უკავშირდება

18:33 03-15-2019
3348

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ასახულია ხურვალეთთან სამხედრო კოლონის მოძრაობა. ქსელის მომხმარებლები ამ ფაქტს ხურვალეთში მომხდარ დღევანდელ ინციდენტს უკავშირებენ.

თავდაცვის სამინისტრო კი „პრაიმტაიმთან“ სულ სხვა მიზეზს ასახელებს.

„გორის აკადემიის იუნკერები ნადარბაზევში სწავლებაზე იმყოფებოდნენ. ეს სწავლება ორშაბათს დაიწყო და დღეს დასრულდა. კადრებში ასახულია იუნკერების უკან დაბრუნების პროცესი“, - აცხადებენ სამინისტროში.