„პრაიმტაიმის“ ფოტოამბავი სოფელ ხურვალეთიდან

18:33 03-15-2019
169

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხურვალეთის გარკვეული ნაწილი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. ამან სამოქალაქო აქტივისტების აღშფოთება გამოიწვია და ხურვალეთის მისადგომებთან ვითარება დაიძაბა კიდეც.

სოფლის შესასვლელი სამართალდამცველებმა გადაკეტეს. თუმცა, მოგვიანებით გზა მედიისთვის გაიხსნა.

რა ხდებოდა დღეს ხურვალეთის მისადგომებთან - ამის შესახებ „პრაიმტაიმმა“ ფოტოისტორია მოამზადა.