სამხედროები სულ მანდ არიან - რას უყვება "პრაიმტაიმს" მოხუცი, რომლის ბაღში ოკუპანტები დააფიქსირეს

18:06 03-15-2019
55


სამხედროები სულ მანდ არიან. ამხელა ტერიტორია დავკარგეთ და ჩემი ბაღი, რომ დავკარგოთ არაფერია, ოღონდ მშვიდობით დამთავრდეს,- ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს'' ხურვალეთში მცხოვრებმა განუცხადა. 

,,ეგენი სულ მანდ არიან. ამხელა ტერიტორია დავკარგეთ და ჩემი ბაღი, რომ დავკარგოთ არაფერია, ოღონდ მშვიდობით დამთავრდეს. ხურვალეთთან პოლიციაა, რომელიც სულ გვამოწმებს. ამ ლაპარაკით და ინტერვიუებით უარესს გვიშვებიან. წადით და სალიას ჰკითხეთ,'' - განუცხადა პრაიმტაიმს''. 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხურვალეთის გარკვეული ნაწილი რუსებმა დაიკავეს. ადგილზე ევროკავშირის მისიაც იმყოფება, ისინი რუსი სამხედროების გადაადგილებას არ ადასტურებენ. ოფიციალურ განცხადებას კი, უახლოეს ხანში გაავრცელებენ.