ცნობილი ვარსკვლევები, რომლებიც სმარტფონის გარეშე, თავს უკეთ გრძნობენ

18:03 03-15-2019
74

ტექნიკური პროგრესის საუკუნეში, რთული მოსაძებნია ისეთი ადამიანი, რომელსაც მობილური ტელეფონი არ აქვს. მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი ცნობილი ვარსკვლავი, რომელიც სმარტფონის გარეშე, თავს უკეთესად გრძნობს. 

ელტონ ჯონი, ერთ ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ მობილური ცხოვრებაში არ ჰქონია. მართლაც, მომღერლის ვერც ერთ ფოტოს ვერ მოიძიებთ, სადაც მობილური აპარატი უჭირავს ხელში. ცნობილ მომღერალთან დაკავშირება, მხოლოდ პირადი მენეჯერის საშუალებით არის შესაძლებელი.

 

 

სუპერმოდელი ტაირა ბენქსი, ამბობს, რომ ინფორმაციების უზარმაზარი ტალღა, რაც სოციალურ ქსელში მთელი დღის განმავლობაში ვრცელდება, ოჯახში და სამსახურში მუშაობის დროს, დიდ დროს ართმევს. ვარსკვლავი აღიარებს, რომ ტელეფონზე  დამოკიდებულიც კი გახდა და ამიტომ რომ მის გარეშე ცხოვრება ამჯობინა. საქმიან ზარებს მოდელის ასისტენტები e-mail-ის საშუალებით პასუხობენ.

 

ცნობილი სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" ვარსკვლავს ჯესიკა პარკერს, იშვიათად მაგრამ ზოგჯერ უწევს მობილურის გამოყენება, რადგან საზოგადოებასთან საკმაოდ ხშირად კონტაქტობს. მას შიში აქვს, რომ შესაძლებელია გამორჩეს სასწრაფო შეტყობინება ან მნიშვნელოვანი ზარი - მისი ტელეფონზე დამოკიდებულება, ზოგჯერ ფობიაშიც კი გადადის. ამიტომ სარა ცდილობს, იშვიათად გამოიყენოს სმარტფონი. მსახიობი ყველას ვინც მასთან ერთად მუშაობს, სთხოვს რომ ელექტონული წერილები გაუგზავნონ. 

ჰოლივუდის ვარსკვლავის ბენ აფლეკის ძმა კეისი, სოციალურ ქსელებს არ აღიარებს. მისი თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს პირადი და ოჯახური ცხოვრების წეს-ჩვეულებებს.  საზოგადოების წინაშე მიმოწერების გამოტანა, სწორ გადაწყვეტილებად არ მიაჩნია. კეისს არ სურს, რომ ტექნიკაზე დამოკიდებული გახდეს. გარდა ამისა, ის დარწმუნებულია, რომ მობილური აპარატი ადამიანებს, ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის. კეისი აფლეკმა მისი ბოლო სმატრფონი, ოკეანეში მოისროლა. 
 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე