სასაფლაოზე იმიტომაა გადაადგილება, რომ სოფელში მიცვალებულია და საფლავს თხრიან - ლელა ქიტუაშვილი

17:48 03-15-2019
728

„თუ იმ კაცს ნაკვეთის დამუშავება უნდა, პოლიცია მიეხმარება. სასაფლაოზე იმიტომაა გადაადგილება, რომ სოფელში მიცვალებულია და საფლავს თხრიან“,- ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს'' ხურვალეთში მცხოვრებმა, ლელა ქიტუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთის ნაწილი რუსმა ჯარისკაცებმა დაიკავეს სიცრუეა.

,,მშვენიერი მშვიდობიანი დილა გაგვითენდა. პირადად ჩვენ არავის შევუწუხებივართ. ეს ყველაფერი ხელოვნურადაა შექმნილი. როგორც ვიცი ინტერნეტის საშუალებით გაავრცელეს ეს ამბავი. ყველაფერი ტყუილია. ვიცი ეს ვინც გაავრცელა. ეს ხელოვნური პროვოკაცია. ჩვენ პოლიცია ისე გვიცავს, მაგის გარეშე ნაბიჯს არ ვდგავთ. თუ იმ კაცს ნაკვეთის დამუშავება უნდა პოლიცია მიეხმარება. სასაფლაოზე იმიტომაა გადაადგილება, რომ სოფელში მიცვალებულია და საფლავს თხრიან, ''- განაცხადა ლელა ქიტუაშვილი

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხურვალეთის გარკვეული ნაწილი რუსებმა დაიკავეს. ადგილზე ევროკავშირის მისიაც იმყოფება, ისინი რუსი სამხედროების გადაადგილებას არ ადასტურებენ. ოფიციალურ განცხადებას კი, უახლოეს ხანში გაავრცელებენ.