გიგი გეგეჭკორის მშობლები ჩამომხრჩვალი ბიჭის ამოსაცნობად წაიყვანეს

17:11 03-15-2019
6006

"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ 7 დღის წინ დაკარგული გიგი გეგეჭკორის მშობლები ამ წუთებში, წითელსოფელთან ნაპოვნი ჩამომხრჩვალი ბიჭის ამოსაცნობად წაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის გიგი გეგეჭკორი ბოლოს დუშეთის მუნიციპალიტეტის წითელსოფელში ნახეს, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაცია, თითქოს ის რამდენიმე ადამიანმა დაინახა ფასანაური-მლეთის მონაკვეთში, არ დადასტურდა.