ცვლილებები თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით

16:44 03-15-2019
63

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივი ტრანპორტის სქემის ცვლილებასა და სატრანპორტო დერეფნების შექმნაზე ისაუბრა. ასევე  კომპანია „სისტრას“ კვლევაზე, საათობრივ-ზონალურ პარკირების სისტემასა და ტაქსების რეფორმაზე. 

მამუკა მუმლაძის თქმით, ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას ორ დღეში წარუდგენს ავტობუსების ახალ სამარშრუტო სქემას, რომლის ეტაპობრივ განხორციელებას დაახლოებით 1 წელი დასჭირდება. 

“სისტრამ“ ახალი სამარშრუტო სქემის კვლევა, თბილისის მერიისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი დაფინანსებით,  გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. დღეისათვის უკვე შესწავლილია თბილისის თითოეული უბნიდან მგზავრთა გადაადგილების ძირითადი მიმართულებები. ამჟამად, მასზე დაყრდნობით, არსებული მარშრუტების დახვეწასა და განსაზღვრაზე მიმდინარეობს მუშაობა. 

გეგმის თანახმად, ახალი სამარშრუტო სქემით ავტობუსებმა, მიკროავტობუსებმა და მეტროპოლიტენმა ერთმანეთთან სინქრონიზებულად უნდა იმუშაონ. ეს ერთი ტრანსპორტიდან მეორეზე მგზავრის შეუფერხებელ და კომფორტულ გადაჯდომას უზრუნველყოფს და  დანიშნულების ადგილამდე გადაადგილების დროს მნიშვნელოვნად ამცირებს. 

მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე, თითოეული მარშრუტისთვის განისაზღვრება დასანიშნი ავტობუსების ტიპი, რაოდენობა და  მოძრაობის გრაფიკი. ამჟამად მუშავდება თბილისის გარეუბნებიდან ცენტრის მიმართულებით, დაახლოებით 10 სატრანსპორტო დერეფნის მოწყობის პროექტი, სადაც 24-მეტრიანი ავტობუსების დანიშვნა იქნება შესაძლებელი. ასევე, მგზავრთა გადაადგილების რაოდენობისა და ქუჩების პარამეტრების მიხედვით განისაზღვრება მარშრუტები, რომლებზეც 18, 12, 10 და 8-მეტრიანი ავტობუსები გადანაწილდება. 

“სისტრას“ მიერ დამუშავებული სამასშრუტო სქემა ეტაპობრივად, დედაქალაქში ახალი ავტობუსების შემოსვლის პარალელურად ამოქმედდება.

19 ხიდი გაუქმდება...

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის თქმით, ქალაქში ქვეითებისათვის მოწყობილი გადასასვლელი 19 ხიდი გაუქმდება და გადასასვლელები აღიჭურვება შუქნიშნებით. ასევე, მამუკა მუმლაძემ გააკეთა განცხადება ტაქსის რეფორმის შესახებ. სატრანსპორტო სამსახურმა ა და ბ კატეგორიებად დაყო ტაქსის ტიპები. ა კატეგორიას მოეთხოვება სახურავზე ტაქსის აღმნიშვნელი ნიშანის დამაგრება, ფერის შეცვლა (თეთრად შეღებვა) და შიდა ინტერიერის ქიმიურად დამუშავება. ბ კატეგორიაში შედიან ის ტაქსები, რომლებსაც ჰყავთ თავიანთი მუდმივი კლიენტურა და არ აქვთ ტაქსის ნიშანი. იქვე აღნიშნა, რომ ტაქსების რეფორმის მიზანია მოწესრიგდეს და არა - შემცირდეს.  

საათობრივი ზონალური პარკირება

მამუკა მუმლაძემ საათობრივი ზონალური პარკირების შესახებაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 1 ივლისიდან იწყება საათობის ზონალური პარკირება. მანამდე ავტოპარკი ახალი ავტობუსებით დაკომპლექტდება. აქცენტი კეთდება გარე უბნებსა და  ძველ თვილისზე. 

მამუკა მუმლაძე - შევძელით, 35 გაუქმებული საავტობუსე ხაზიდან 12 ხაზის აღდგენა. მოსახლეობსითვის ეს მისაღებია, რადგან 50 თეთრიანი ტარიფი გვაქვს, რასაც ვინარჩუნებთ. გზის ხარჯი და ბევრი სოციალური შეღავათი მოქმედებს. საავტობუსე ხაზების აღდგენამ გამოიწვია მიკროავტობუსების ხაზების გაუქმება“ - აღნიშნა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა. 

მიკროავტობუსები

რაც შეეხება მიკროავტობუსებს. კომპანია „სისტრას“ დასკვნის მიხედვით განისაზღვრება მათი მარშრუტები. პირველადი ინფორმაციით, მოკლე მანძილზე, მესამე ზოლებსა და ვიწრო ქუჩებში გადანაწილდებიან მიკროავტობუსები. 124 მანის მარკის ავტომობილი დაემატა და მგზავრთა 25 პროცენტი მოემატა ავტობუსებს. ზოგმა უარი თქვა ტაქსით გადაადგილებაზე და  ზოგიც მიკროავტობუსებიდან. თუ მიკროავტობუსების კომპანია არ წამოგვყვა ამ ინიციატივაზე, პრობლემა შექიმნება. მგზავრი აქცენტს აკეთებს სამგზავრო ტარიფსა და კომფორტზე, რომელიც აუცილებლად იქნება ავტობუსებში და მომხმარებლები აღარ ეყოლებათ მიკროავტობუსებს - განაცხადა მამუკა მუმლაძემ. 

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ახალი ავტობუსები, რომლებსაც ყიდულობს ქალაქის მერია აღჭურვილია კლიმატის შესაბამისი გათბობა-გაგრილების სისტემით. 

მამუკა მუმლაძე - ეს მოსახლეობის მოთხოვნაა და ცვლილებები არა მერიის გადაწყვეტილებით ხორციელდება - არამედ ბაზრის. სწორედ ბაზარი არეგულირებს საჭიროებებსა და ამ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას - თქვა მამუკა მუმლაძემ. 

თორნიკე ყაჯრიშვილი