Exclusive: „ჩემი ძმა ნაწამებია“ - ირაკლი კვარაცხელიას ძმა „პრაიმტაიმთან“ ალაპარაკდა

16:41 03-15-2019
426

გალის რაიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ძმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, რომ ძმის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ იგი ნაწამებია.

„თვალის და წამწამების მიდამოები გახეთქილი აქვს, შუბლი - დალურჯებული. მხარის და ზურგის არეში ჩალურჯებები აქვს. მუცლის და თირკმლის არეში აქვს ასევე ჩალურჯებები. ბარძაყებსა და ფეხის არეშიც აქვს ნარტყმევი. ნაწამებია გაჭირვებული და ბოლოს ვითომ თავი ჩამოიხრჩო, სისულელეა“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ პაატა უზარაშვილი.

გარდაცვლილის ნახევარძმა აცხადებს, რომ ხვალაც, ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს, სასახლეში ჩასვენებამდე, ხვალ კიდევ ერთხელ დაათვალიერებს.

ექსპერტიზის დასკვნა იქნება 45 დღეში. რა თქმა უნდა დასკვნასაც დაველოდები, თუმცა ექსპერტმა ცხედრის დათვალიერებისას განაცხადა, რომ ჯერ მოკლულია და მერე დაკიდებული. პასუხს მაინც დაველოდები“,- ამბობს პაატა უზარაშვილი.

29 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 11 მარტს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს.

 

 

თეა შონია