ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

15:32 03-15-2019
102

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას ჩტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭიყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ:

„აიაქსი“ – „იუვენტუსი“
„ლივერპული“ – „პორტუ“
„ტოტენჰემი“ – „მანჩესტერ სიტი“
„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ბარსელონა“

მეოთხედფინალური ეტაპის გარდა გაიმართა ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრაც:

„ტოტენჰემი“ – „მანჩესტერ სიტი“ / „აიაქსი“ – „იუვენტუსი“

„ბარსელონა“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ / „ლივერპული“ – „პორტუ“

¼ ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები 9 და 10 აპრილს გაიმართება, საპასუხო მატჩები კი 16 და 17 აპრილს ჩატარდება.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე