„მოემზადეთ ყველაზე მძიმე სცენარისთვის“ - დამანგრეველი ციკლონი მოზამბიკში

13:48 03-15-2019
1509

დამანგრეველი შტორმის გამო მოზამბიკის დიდი ქალაქები ცივილიზაციას მოწყდა. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ, თუმცა მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

მესამე კატეგორიის ციკლონი იდაი ყველაზე მწვავედ ქალაქ ბეირას უტევს. ძლიერ წვიმას ქარიც ემატება, რომლის სიჩქარეა საათში 224 კილომეტრს აღწევს.

ციკლონმა უკვე გაანადგურა საცხოვრებელი სახლები და ხეები.

შტორმის მოახლოებამდე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოზამბიკის მოსახლეობა გააფრთხილა: „ყველაზე მძიმე სცენარისთვის მოემზადეთ.“

ძლიერ შტორმს წინ წყალდიდობა უძღვოდა, რომელმაც აფრიკის სამი ქვეყანა, მოზამბიკა, მალავი და სამხრეთ აფრიკა დააზარალა. სტიქიამ 115 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 240 000 ადამიანი თავშესაფრის გარეშე დატოვა.

ავტორი: მარიამ გიგანი