მაშველებმა დაკარგული უცხოელი ტურისტები მტირალას მთაზე იპოვნეს

13:35 03-15-2019
104

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციით, მტირალას ეროვნულ პარკში ორი უცხოელი ტურისტი დაიკარგა. მაშველებმა ისინი უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს.  

ქობულეთი - შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მტირალას ეროვნულ პარკში დაკარგული შვეიცარიის ორი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.

ტურისტებს ლაშქრობისას გზა აებნათ და ტყიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

სამძებრო სამუშაოები გვიან ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს დაკარგულების პოვნა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.

მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და რეინჯერები”, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.