თამარ ივერი პოლიეთილენის პარკების აკრძალვას ეხმიანება - „ათასობით კაცი უმუშევარი დატოვეთ“

13:31 03-15-2019
2307

ოპერის მომღერალი თამარ ივერი მთავრობისადმი კრიტიკული პოსტებით გამოირჩევა. ამჯერად მომღერალი აპროტესტებს ბოლოს მიღებულ კანონს უცხოეთში ქართველების დამსაქმებლის დასჯაზე. ასევე თამარი პოლიეთილენის პარკების აკრძალვასა და ქაღალდის პარკების შემოტანას ეხმიანება. 

თამარ ივერი: - ყველაფერი ხალხისთვის კეთდება!!! დღითიდღე მათთვის სასიკეთო კანონებს ვიღებთ. ბოლოს "გამომცხვარი "კანონები რაც მოვისმინე. ამიერიდან მეგობრებო, სამშობლოში თქვენს დასაქმებაზე არავინ იზრუნებს და თუკი ვინმემ უცხოეთში "გაბედა" თქვენი დახმარება და დასაქმება, მას 2-დან 4 წელი ციხე დაემუქრება თქვენთვის "ხელის გაწოდებისათვის"! (ამ დროს, უცხოეთში მომუშავე ქართველი, ისევ საქართველოში აგზავნის მის შემოსავალს და ის თანხები, ისევ საქართველოს ადგება).

და ასევე, 1 აპრილიდან სრულიად აიკრძალება პოლიეთილენის პარკების წარმოება და უცხოეთიდან შემოიტანენ ქაღალდის პარკებს. თავად ფაქტი მშვენიერია, მაგრამ როგორც მოვისმინე, ათიათასობით პოლიეთილენის პარკის დამამზადებელი საწარმო და ადამიანი რჩება უსამსახუროდ ქუჩაში. ხოლო ქაღალდის პარკებს უცხოეთიდან შემოიტანენ. ტაშიი! და ვითომ ქართველები ვერ შეძლებდნენ ამ ქაღალდის პარკების დამზადებას? და უფრო მართებული ხომ არ იქნებოდა. ჯერ ამ ადამიანებისათვის და საწარმოებისათვის გვესწავლებინა ქაღალდის პარკის წარმოება, იჯარით მიგვეყიდა მათთვის ქაღალდისპარკის დასამზადებელი დაზგები და მერე შემოგეღოთ ეს კანონი? ანუ ათასობით კაცი უმუშევარი დატოვეთ და ჩინეთიდან უნდა ათრიოთ პარკები? მოკლედ, თუ ასე ერთ ღამეში უმუშევარი დაგტოვეს შენს სამშობლოში და უცხოეთში დააპირე სამუშაოდ წასვლა, იქაც მიწვდებიან და დაგიპატიმრებენ დამსაქმებელს. და დამხმარებელს. 

მოქალაქისადმი სრული თანადგომის მაგალითები ასეთ მოკლე დროში სრულიად აღმაფრთოვანებელია... ისე, მავანმა ითხოვა, ერთი წელი მადროვეთო... მაგრამ უკვე აღარ გვეშინია... ამდენი კარგი ამბებით, ხალხი ერთ წლამდეც გამართავს "სამადლობელო" დემონსტრაციებს!!

 

 

 

 

თამარ გონგაძე