რა ხრიკს იყენებს ანიტა რაჭველიშვილი შესრულებისას?

12:55 03-15-2019
129

ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუქზე "ნიუ იორკ თაიმსის" შეფასებას აქვეყნებს. ქართველმა მეცო სოპრანომ “სამსონი და დალილა“ მეტროპოლიტენ ოპერაში შეასრულა. 

„მისი ხმა ჰგავს მარლის ფურცელს, ცალკეული ნოტები ძაფისებრად მკრთალი და ნატიფია. ხანდახან გგონია, რომ ის არც კი მღერის, მაგალითად არიაში "Printemps qui commence". მისი მაცდურება მაყურებელსაც და სამსონსაც ერთნაირად გვიბიძგებს მას მივუახლოვდეთ. ასე ურჩევნია და უარს ამბობს სტერეოტიპულ, მოღრიალე მძვინვარებაზე. პირველ აქტს ის თითქოს და რიდნარევი აუღელვებლობით ამთავრებს. მაგრამ ანტრაქტის შემდეგ მისი მბრძანებლური პირველივე ნოტები აშკარას ხდიან, რომ ის ფერმკრთალი, ვითომ ჯერ კიდევ გოგონა, მხოლოდ და მხოლოდ ცბიერი ხრიკი იყო. ქალბატონი რაჭველიშვილის ხმა ექსპანსირებს ისევე როგორც მისი დალილა: მეორე აქტში ის გვევლინება დიდხმიან, მოგუგუნე, სისხლში ლავა არეულ მიჯნურად, რომელმაც თავადაც არ იცის, სჯერა თუ არა საკუთარი სიცრუის. მესამე აქტში კი მისი მონანიებით აღსავსე დალილა აგონიაში ვარდება. 

 

ქალბატონი რაჭველიშვილი მის წინამორბედ ელინა გარანჩასთან შედარებით უფრო მიწიერია, როგორც ვოკალურად, ასევე - სცენიურად. ქართველი მეცო სოპრანო ზოგადად გაცილებით ენერგიული და ამაღელვებელია. მისი დალილა არის მბორგავი ქმნილება, რომელიც ჩვენშიც ბორგვას და ღელვას იწვევს. ის ცვალებადია და რეალისტურად მრავალფეროვანი - ხასიათი, რომელიც კარმენის პეროსნაჟთან იმაზე უფრო ახლოს არის, ვიდრე მე ამას წარმოვიდგენდი, მისი ჟღერადობა, ვოკალი კი ვარირებს პირქუშ, შემზარავ ზმანებასა და მოულოდნელ უშიშობას შორის.”

 

თამარ გონგაძე