რამდენი სამსახური აქვს ხატია წერეთელს და რას სთხოვს ქართველ მოსახლეობას?

12:53 03-15-2019
5887

ხატია წერეთელი 1 საათის წინ „ფეისბუქ“ Live-ში იყო.

მომღერალმა განაცხადა, რომ მას 3 სამსახური აქვს და იმდენად დაკავებულია, რომ ყავის დალევა და საუზმობა, ავტომობილის საჭესთან უწევს.

ხატია წერეთელმა ისიც აღნიშნა, რომ ყოველდღე 4000-5000 მესიჯი მისდის და ფიზიკურად არ შეუძლია ამდენ გზავნილზე პასუხის გაცემა.

მომღერალი ხალხს მიმართავს:

„არ მცალია, რომ ყველა სმს წავიკითხო, ამიტომ ნუ იწყებთ ჩემს ლანძღვა-გინებას! ყოველი დილა იწყება ასეთი სმს-ებით: როგორ ხარ? ხალხო, თუ ცუდად ვიქნები ამას აუცილებლად გეტყვით და დანარჩენ შემთხვევაში, ყავის დალევა მაცადეთ“.



ავტორი: მარიამ გიგანი