ახალ ზელანდიაში ტერაქტის დროს გამოყენებულ იარაღზე ქართული წარწერებია დატანილი - სუსი ინფორმაციას არკვევს

12:49 03-15-2019
92

უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ აღნიშულ ფაქტზე სუსი უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო“, - აღნიშნეს უსაფრთხოების სამსახურში.