სასამართლო უმძიმეს კრიზისშია - ოთარ კახიძე

12:43 03-15-2019
25

ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმამ სრული კრახი განიცადა, სადაც ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კახიძემ აღნიშნა, სასამართლო სისტემას მართავს მურუსიძე- ჩინჩალაძის კლანი, რომელიც გარიგებაშია ხელისუფლებასთან, კერძოდ კი, ბიძინა ივანიშვილთან.

„ეს კლანი არის გარიგებაში საქართველოს ხელისუფლებასთან, კერძოდ, მის არაფორმალურ მმართველთან, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან. ეს კლანი უზრუნველყოფს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მორჩილებას პოლიტიკური ხელმძღვანელობისადმი. სასამართლო უმძიმეს კრიზისშია - აცხადებს კახიძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა დაიწყო.