უკეთესს ვერასდროს ვიპოვნი! - რეპერი გუფი ქეთი თოფურიას სიყვარულში ისევ გამოუტყდა

12:37 03-15-2019
4195

რეპერმა გუფიმ, რამდენიმე დღის წინ, ქეთი თოფურიას სიყვარული ისევ აუხსნა.   

გასული წლის ნოემბერში, შოუ ბიზნესის ერთ-ერთი პოპულარული წყვილი ერთმანეთს დაშორდა, რომლის მიზეზი, რეპერის მხრიდან ღალატი იყო. ალექსეი დოლმატოვს, რომანი ჰქონდა18 წლის ეკატერინბურგელ იანა შევცოვასთან. 

ამ სკანდალის შემდეგ, შევცოვამ ერთ-ერთ შოუში ინტერვიუში განაცხადა, რომ  რეპერისგან ფეხმძიმედ კი იყო და აბორტი გაიკეთა. ამ საკითხთან დაკავშირებით, რეპერმა განაცხადა, რომ ყველაფერი ტყუილია - საჩუქრებს, მხოლოდ სექსის სანაცვლოდ აძლევდა და იანას მიმართ, სერიოზული ურთიერთობები არ ჰქონია. ამ სკანდალის შემდეგ, ქეთა და გუფი ისე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. 

წყვილის თაყვანისმცემლების ვარაუდით, ამ ხნის განმავლობაში, გუფი განიცდიდა ქეთის გარეშე ცხოვრებას და შერიგებაც კი უნდოდა, რაც მის მიმართ გავრცელებული ფოტოებიდან და ვიდეო მიმართვებიდან გამოიხატებოდა.

რემდენიმე დღის წინ, გუფიმ მისი ახალი თრექის ვიდეო გაავრცელა - ფრაგმენტი, რეპერის ახალი სიმღერიდან "ავიარეჟიმი", სადაც რეპერი ამბობს: - "ის წავიდა, მაგრამ არ გამქრალა. კედელზე, მისი ფოტო ისევ ისე კიდია, როგორც ადრე. სანამ უფრო კარგს არ შევხვდები... უკეთესს, ვერასდროს ვიპოვნი" - ამბობს ალექსეი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, YouTube-ს შოუსთვის, სტუმრად გადაცემაში «Железные судьбы», დოლმატოვმა საკუთარი სახლის "ექსკურსიის"დროს, მნიშვნელოვანი კომენტარი გააკეთა. როცა რეპერს ჰკითხეს, თუ რატომ ჰკიდია ქეთის ფოტო ისევ კედელზე, გუფიმ უპასუხა: - "წყენას არ ვიმახსოვრებ. ქეთი ისევ ძალიან მიყვარს. პირად ურთიერთობებს, უთქვენოდ გავარჩევთ!" - ამბობს გუფი. 

იხ. ვიდეოები და ფოტოკოლაჟი:   

ავტორი: რუსა ღვანიძე