მეჩეთებზე თავდამსხმელმა სროლის LIVE ვიდეო გადაიღო

12:33 03-15-2019
2353

პირმა, რომელიც თავად ირწმუნება, რომ ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისტჩერჩში მდებარე მეჩეთებზე თავდასხმა განახორციელა, სროლამდე Live ვიდეო გაუშვა.

ორიგინალი ვიდეო 17 წუთიანი იყო და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის პროცესს ასახავდა. 

სროლის დაწყებამდე, შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომლის შაშხანის მჭიდზეც დავით სოსლანი და დავით აღმაშენებლის სახელებია მიწერილი, განაცხადა: "წვეულების დროა".

შეიარაღებული პირი, რომელმაც ვიდეო სოციალურ მედიაში გაავრცელა, ბრენტონ ტარანტია. 

Facebook-მა და Instagram-მა თავდამსხმელის გვერდები გააუქმა და 17 წუთიანი ვიდეო ქსელიდან წაშალა. 

პოლიციისთვის ჯერ უცნობია, თუ რამდენმა ადამიანმა განახორციელა თავდასხმა, რომელსაც 49 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

მომხდარზე დაკავებულია 4 პიროვნება. მიმდინარეობს გამოძიება საქმის სხვა დეტალების დასადგენად. 

 

ავტორი: მარიამ გიგანი