თავდაცვის მინისტრი წვევამდელებს შორის მომხდარი ინციდენტის დეტალებზე

12:22 03-15-2019
25

თავდაცვის მინისტრი წვევამდელებს შორის მომხდარი ინციდენტის დეტალებს ყვება. ლევან იზორიას განმარტებით, მომხდარ გამოძალვის ფაქტში სამი ახალწვეული ფიგურირებს. 

კერძოდ ორი პირი, რომელიც დაკავებულია მესამე ახალწვეულისგან სახელფასო ბარათს ითხოვდა. მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ჰქონდა დაზიანებებიც. მინისტრი ხაზს უსვამს, რომ დაზარალებულმა სამხედრო ცენტრში ყოფნის დროს მომხდარის შესახებ არ გამხილა. მან ითხოვა რამდენიმე დღით გათავისუფლება და სწორედ სახლში ყოფნის დროს მომხდარზე ოჯახთან ისაუბრა.

იზორია ირწმუნება, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე მის უწყებას მყისიერი რეაგირება ჰქონდა  და სამხედრო პოლიციამ ფაქტი დროულად შეისწავლა. მინისტრის შეფასებით ამ კონკრეტული ფაქტის განზოგადება და სისტემურ პრობლემად წარმოჩენა სიცრუეა და თავდაცვის ძალების დისკრედიტაციას ემსახურება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამხურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს.

 

ბექა პატურაშვილი