მეჩეთზე თავდამსხმელების შაშხანებზე დავით აღმაშენებლის და დავით სოსლანის სახელები წერია

11:50 03-15-2019
384

დავით სოსლანის და დავით აღმაშენებლის სახელები ქართულ ენაზე აწერია იმ შაშხანების მჭიდებს, რომლებითაც ახალ ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში მდებარე ორ მეჩეთზე თავდასხმა განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს. თავდამსხმელების იარაღების ფოტოები, რომლებზეც თეთრი მარკერით არის წარწერები, სოციალურ ქსელ თვითერში იყო ატვირთული, თუმცა შემდეგ წაიშალა. 

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ თავდამსხმელებს იარაღებზე იმ პიროვნებების სახელები უწერიათ, რომელთაც წარსულში მეჩეთებზე/მუსულმანებზე თავდასხმები აქვთ განხორციელებული. 

ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მეჩეთში სროლის დაწყების ამსახველი ლაივ-ვიდეოც ჩართო. წარწერებიანი იარაღი, ამ ვიდეოს კადრებშიც ჩანს. 

თავდამსხმელის ვინაობა, ბრენტონ ტარანტია, თუმცა ეს სახელი პოლიციის მიერ ჯერ არ დასტურდება. სწორედ ამ პიროვნებამ ჩართო პირდაპირი ეთერი მეჩეთიდან. 

ორ მეჩეთში მომხდარ სროლას, 40 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა.

უსაფრთხოების მიზნით, ქალაქ ქრაისთჩერჩში, ყველა მეჩეთის კარი დაიხურა. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმა სხვა სალოცავებზეც მოხდეს.

მომხდარს ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა ქვეყნისათვისუმძიმესი საათიუწოდა.

ორ მეჩეთში მომხდარ მასობრივ სროლასთან დაკავშირებით, დაკავებულია  3 კაცი და 1 ქალი

 

პოლიციამ მეჩეთების სიახლოვეს, რამდენიმე მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობებიც იპოვა.

 

ავტორი: მარიამ გიგანი