გავა დრო და თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი - კახა კალაძე

11:24 03-15-2019
23

„ყველა შეცდომა ერთი ხელის მოსმით არ გამოსწორდება, გავა დროს და თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გენგეგმის დამტკიცება ქალაქის სწორად სამართავადაა, ჩვენ ამ გზას გავივლით, მყარ საფუძველს ჩავუყრით, რომელშიც მოგვარებული იქნება, განაშენიანების, ტრანსპორტის, ეკოლოგიის საკითხები.

ჩვენ ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ყველას გვსურს, რომ თბილისი იყოს უკეთესი და ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ - განაცხადა კალაძემ

შეგახსენებთ, რომ თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო