ოტობაიადან გატაცებული ლევან ძაძუა ოკუპანტებმა გაათავისუფლეს

11:09 03-15-2019
55

გუშინ გალის რაიონის სოფელ პირველი ოტობაიადან გატაცებული ლევან ძაძუა თავისუფალია. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფორმირებული წყარო ატყობინებს. მისივე ცნობით, ძაძუა ოკუპანტებს სხვა ადამიანში შეეშალათ.

„წუხელ გვიან ღამით მოიყვანეს სახლში. დაუკითხავთ...ასე უთქვამთ, რომ სხვა ძაძუაში შეეშალათ და შეცდომით დააკავეს. როგორც ვიცი, სახლში ცემის მერე, იქ, სოხუმის განყოფილებაში აღარ უცემიათ“,- აცხადებს წყარო.

სოფელ  პირველ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე ლევან ძაძუა 13 მარტს, გვიან ღამით დააკავეს. აყვანის დროს იგი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა სასტიკად ცსემეს. ნაცემი იყო ლევან ძაძუას მამა იური ძაძუაც.

თეა შონია