ჰერცოგინიამ შესაძლოა დროზე ადრე იმშობიაროს! - მეგან მარკლი დეკრეტულ შვებულებაში გადის

10:52 03-15-2019
66

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასექსის ჰერცოგინია, რომელიც ფეხმძიმობის მერვე თვეშია, დეკრეტულ შვებულებას იღებს.  

სასახლის ადმინისტრაცია, ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს. პორტალ People-ს ინფორმაციით მეგანმა, პირადი საქმიანი ვიზიტის გარდა, ყველა დაგეგმილი ღონისძიება გაუქმა - მეგან მარკლის ოფიციალური ღონისძიებები დასრულდა. სოციალურ ქსელში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰერცოგინია, დაგეგმილ ვიზიტებს დროებით შეაჩერებს - მეგან მარკლი დეკრეტულ შვებულებაში გადის. მშობიარობამდე ჰერცოგინია, არც ართ ღონისძიებას აღარ დაეწრება.  

"ჩვენ, უამრავი შეხვედრები გვაქვს დაგეგმილი, კერძო პირებთან. რაც წინასწარ არის შეთანხმებული, მაგრამ არავითარი დაგეგმილი ღონისძიებები აღარ იქნება" - ამბობს ინსაიდერი.

მეგანი, დღეიდან სამშობიაროდ მზადებას აწყებს. მედიკების ინფორმაციით, ჰერცოგინიამ შესაძლოა დროზე ადრე იმშობიაროს. ამასთან დაკაშირებით, თავად მეგანი სერიოზული აღშფოთებულია, რის გამოც, წინასწარ ბავშვის ოთახიც კი გაამზადა. 

შეგახსენებთ, რომ სასექსის ჰერცოგინიას ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია პირველად, კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა. მათი წყაროს ცნობით, მეგანი და ჰარი, მაისის თვეში გახდებიან მშობლები, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ ჰერცოგინიამ განაცხადა, რომ მშობიარობამდე, ცოტა დრო რჩება!

იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე